понедельник, 22 августа 2011 г.


ისევ უსასრულო ლოდინი,ისევ ჩურჩული უნაზეს ფერთა,ნეტავ ვიცოდე რას ფიქრობ ჩემზე,რას ფიქრობ ნეტავ?!
მე დავიღლები ამდენი ფიქრით,დამღლის სიშორე და მოლოდინი და უსასრულოდ გავყვები ბილიკს,ბილიკს, რომლითაც შენთან მოვედი.
ჰო,მოვედი,მაგრამ უკვე გვიან...ჰო, გვიან და მაინც დარჩენა ვამჯობინე უკან გაბრუნებას, მაგრამ ეს დარჩენა ნეტავ თუ ღირდა?
არა,არ ვიცი...იქნებ შენ იცი .
მოვედი,დავავიანე და მაინც დავრჩი...ჰო,დროებით,დროებით დავრჩი და ალაბათ დროზე უნდა წავიდე ახლა,სხვასთანაც, რომ არ დავაგვიანო.
 შენს გულს შევეკითხებიო  ჯერ -წავიდე?  
 ვიცი, რასაც მიპასუხებს , წადიო მეტყვის.
მერე ჩემს გულს ჩავეკითხები.
შენი გულიც პასუხს ელოდება თურმე,რას ეტყვის ნეტავ?
პასუხიც არ სჩანს...
ლოდინიც ალბათ უთუოდ დამღლის და იქნებ არც ღირს.
...და ისევ ჩურჩულს უნაზეს ფერთა ისევდაისევ მოვყავარ შენთან.
 ახლა კი რა ვქნა, იქნებ წასვლა სჯობს უაზრო ლოდინს და ალბათ წავალ.
 ჰო, სხვასთან...სხვასთან.
იქნებ წასვლის დროს დარჩიო მითხრა.ვიცი,არ მეტყვი.არადა სხვისკენ წასულს კვლავ შენთან დამაბრუნებს შენი ერთი ფრაზა- ,,ნუ წახვალ ახლა,მჭირდები მართლა",
შენ კი რატომღაც არ ამბობ ამას.
გთხოვ, ნუ გამიშვებ,სანამ აქა ვარ,სანამ ახლოს ვარ,სანამ ჯერ კიდევ არაა გვიან,ჯერ კიდევ ლოდინს არ დავუღლივარ...არ დავუღლივარ.
დამღლის სიმუქე უნაზეს ფერთა,დამღლის და მერე ვერ მოვალ შენთან.
დამედევნები?  
ოჰ,ალბათ არა, არა და არა.
წავიდე ახლა?
პასუხს შენგან ველი,რას მეტყვი  რას? რას მეტყვი ნეტავ?
წავიდე,წავიდე,წავიდე ახლა?


მაინც არ მიგიღებ!

აღარ დაბრუნდე, აღარ მინდა ამდენი გლოვა,
შენ კი წახვედი,მაგრამ მალე სხვა ვინმე მოვა,
ეს ვიცი, შენი დავიწყება გამიჭირდება,მაგრამ იცოდე შებრალება არ დამჭირდება.

მე ძლიერი ვარ,გადავლეხავ ამ სიმარტოვეს,
ისიც კი ვიცი,მოგონება არ მიმატოვებს,
ვიმედოვნებ,რომ მარტოობა მე დამივიწყებს,
ის ვირაცა კი შენზე ფიქრებს გადამავიწყებს.
მჯერა,რომ უკან დაბრუნებას ისევ აპირებ,
მაგრამ ამჯერად შერიგებას ნუ დააპირებ!
რომ მოხვალ მაშინ მე შენ გეტყვი-არ ხარ საჭირო,
და ნუ იფიქრებ სიყვარულით კვლავ დამიჭირო.
ნუ ითხოვ იმას,რაც ოდესღაც შენ უარჰყავი,
იქნება მიხვდე, რომ იმ წუთში მკაცრი იყავი.
გეგონა, მუდამ შენზე ფიქრში გავატარებდი?!
რომ შენს სიყვარულს მუდამ გულით დავატარებდი?!
და როცა წადი,მაშინ რა იფიქრე?!
უკან დაბრუნება რატომ ჩაიფიქრე?
ნუთუ არ იცოდი,აღარ მიგიღებდი
და გულის კარებს სხვასაც გავუღებდი.
ნუთუ რა გეგონა ,არ დაგივიწყებდი?
და რომ სიყვარულს თავიდან დავიწყებდით?!
იცი ,რას გეტყვი?-ეს მაშინ გეფიქრა,
წასვლის დროს ბილიკებს ,ცრემლი რომ ეფინა.
მე მაინც გეტყვი,ძლიერ რომ მიჭირდეს,
არ მინდა,ნუ მოხვალ,მაინც არ მიგიღებ!
19.09.2009 (საკითარი შემოქმედებიდან) ბ.მაჩიტიძე

უსათაურო