четверг, 17 августа 2023 г.

უსათაურო

 არავის შეეჯიბრო ცხოვრებაში...არ დაიბოღმო და არც ვინმესი შეგშურდეს... 

არასდროს თქვა: ,,მე ამას არ გავაკეთებ', რადგან არ იცი, ცხოვრება რას და როგორ გაგაკეთებინებს...

ყველაფრისთვის მზად უნდა იყო...ზოგჯერ სულს სხეულის ცდუნება სჯობნის...ალბათ ადამიანთა ცოდვილი ბუნების გამო...

სინდისიერად აკეთე ის საქმე , რაც გავალია...

ყველა ადამიანს აქვს ღვთისგან ბოძებული ფუნქცია, რისთვისაც ის ამ ქვეყნად გაჩნდა, ამიტომ შესაძლოა , რომ ვიღაცისთვის ძალიან  მნიშვნელოვანი და საჭიროა შენი არსებობა...

ქალის უმთავრესი მოვალეობა სიცოცხლის გაჩენაა, ამიტომ არასდროს თქვათ უარი ამ შესაძლებლობაზე...



ამ სამყაროში იმ სამყარომდე, 

როგორ ც მე მსურდა, ისე ვიარე.

ვნანობ, უფალო ,ამ სამყაროში 

ეს გზები როგორც გამოვიარე.

იმ სამყაროში როგორც შენ ა გსურს ,

ისე დავიწყებ ალბათ სიარულს .

ვიცი, უფალო, შენ მომიშუშებ ამ სამყაროში ნატკენ იარებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий

უსათაურო