вторник, 25 октября 2011 г.

სიზმარი
სუფრასთან ისხდნენ დიდი მგოსნები,
შოთას სადღეგღძელოს სვამდნენ პოეტები,
საოცარ სიმფონიას თხზავდნენ ფრთოსნები
და აახლებდნენ წარსულს სონეტებით.
ფშავურად ამღერებდა ვაჟა ფანდურს და
ბებერ როიალს აკვნესებდა გალაკტიონი.
აკაკიმ ქნარი მოიტანა და თან დასძინა:
,,შოთას ქებაო, ნუ გგონიათ, ეგრე იოლი“.
ვითომ ,იმ წუთში მეც იქ ვიყავ
და საოცარი სიამაყით  ამევსო გული,
იქ შეკრებილან პოეტები საქართველოსი,
ეს ივერიის წარსულია , ლეგენდად თქმული.
რუსთველს ხელთ ეპყრა ,,ვეფხისტყაოსანი“,
მიმოხატული ძირძველი კალმით.
ფეზე წამოდგა დიდი მგოსანი,
თვალი შეავლო ყველა სტუმარს მომღიმარ სახით.
მოუხმო ნესტანს,ფრიდონს,ავთანდილს,
თინათინს ,ფატმანს,
ტარიელს ისევ დაეძებენ,
ჯერ ისევ არ ჩანს.
მერე კი უცებ ,მე აღმოვჩნდი პოეტის წინ და
მეც არ ვიცი,როგორ შევბედე სიტყვა,
ვთქვი:,,ამასა გთხოვ ,ბატონო შოთა,
არ შეგიძლით, დაგვიწეროთ პოემა ისევ,
ოცდამეერთე საუკუნეს რომ შვენის ისე?“.
ჯერ შემომხედა გაოცებით,
თითქოს შეცბა და მერე გაეღიმა:
–,,ჩემს გმირებს ძველი აქვთ სიდიადე,
დღეს კი ყველეფერი გაცვდა.
მითხარი,სად ვიპოვო სიყვარული,
პოემის გმირებს რომ ახლავს?
მითხარი ,რითი მოვახერხო
იმ მეგობრობის შეცვლა,
პოემის გმირებს,რომ ერთურთისთვის
ყველაფერზე უწევთ წასვლა.
მითხარი ,სად ვიპოვო ვაჟკაცობა,
ტარიელს, ბრძოლის დროს რომ ახლავს?.
მითხარი,სად მოვნახო ,,როსტევანი“?,
ანდა ,,არაბეთი“ სად გვაქვს?
რადგან ვერ ვიპოვე ტარიელი
და არც თინათინი არ გვყავს.
დღეს ვერც ნესტანი ვერ მოვნახეთ,
ფატმანიც სანატრელი გახდა.
ფრიდონს დავეძებდი,ვერსად ვპოვე.
ამ საუკუნემ შთანთქა.
პოემის დაწერის ახალი ვერსიისთვის
ჩემი შემართებაც ჩაქრა.
თორემ შენამდე ამ იდეაზე,
ბევრი ვიფიქრე ალბათ.

მაჩვენე ,თუ იპოვი იმგვარ სიდიადეს,
იმგვარ სილამაზეს ახლა,
მოვალ და დაგიწერ,უკეთესს დაგიწერ,
გმირებს თუ მიპოვი ნაღდად.
პოემაში, ხომ ლამაზი სიყვარული
მეგობრობა უნდა ჩანდეს,
როგორ დავწერო ,,ახალტყაოსანი“,
თუ ეს გრძნობები არ ჩავდე?!“
მივხვდი ,რომ დავაშავე,
არ უნდა მეკითხა,არაფერი არ უნდა მეთქვა,
შოთა -საქართველოს გული არის,
პოემა–ამ გულის ფეთქვა.
როგორ შეიძლება კვლევ ეძებო

მეორე გული ქვეყნად
და თუ იპოვი,მაინც ვერ იქნება,
,,ამ“ გულის ,,იმგვარი“ ფეთქვა.
ამდენი საუკუნე გავიდა და
ის გული, მაინც იმგვარად ფეთქავს.


უსათაურო