იხაროს ერმა სამარადისოდ!
ქალაქი
დუმდა, დუმდა ქუჩები
იქ,ხიდის
თავთან,იმ ბრგე ტირიფებს,
დღეს
კვლავ ჩაუცვამთ მგლოვარე კაბა.
ეს მგლოვარება
ჩვენს ქალაქებში
ვერაგი
მტრების ყოფილა ბრალი.
ნუთუ
ვერ მიხვდა ,ვერავინ იმას,
რომ
არავისი არა გვაქვს ვალი.
მტევი
კვლავ დუმან,მდინარეებიც
და ძველებურად
არავინ ხარობს.
ნუ მიეცემით
სასოწარკვეთას,
ვიცით,ქართველებს
უფალი გვწყალობს!
სამრეკლოები
რეკავენ ზარებს,
(გლოვის
ზარია,არ შეგეშალოთ!)
რომ
მწუხარება თავსდატეხილი
სასიხარულოდ
უნდა შევცვალოთ.
დედა
ღვთისმშობელს შევთხოვოთ შველა,
ხალხნო,ხმამაღლა
წარმოვთქვათ ლოცვა,
ყველამ
იცოდეს,ჩვენს ქვეყანაში
თუ რაოდენი
ტრიალებს ცოდვა.
ვიგონებთ
შამქორს,დიდგორს ,ბასიანს,
და ჩვენს
მეომრებს გმირულად წასულთ.
დღეს
საქართველოს ძალიან უჭირს
და გახსენება
სჭირდება წარსულს.
ეს ცხინვალია,ეს
აფხაზეთი,
ეს გორია ,თუ კიდევ ხაშური,
ისმის
შეკითხვა ,კვლავ უპასუხო,
აგრესიაა, თუ კიდევ შური?
გუშინ
აოხრდა ბევრი ქალაქი,
მტრებს
არაფერი არ უნანიათ.
წუხელ
ღვთისმშობელს ივერთა მიწა
თურმე
ცრემლებით დაუნამია.
ქართველი დედის
თხოვნა -ვედრება
დედა
ღვთისმშობელს შეუსმენია
და მოვლენილი
ეს განსაცდელი
ქართველებს
მედგრად დაუთმენია.
ქვეყანა
გლოვობს დაღუპულ გმირებს,
ბევრის
მშობელმა შავიც ჩაიცვა,
მაგრამ
სუყველას ერთი ფიქრი აქვს,
თავსი სამშობლო როგორ დაიცვან.
მაღლიდან
ღმერთი ჩვენ გვაძლევს იმედს
და მარიამი
კალთას გვაფარებს,
წმინდა
გიორგის მახვილი მოაქვს,
,,არ
შეშინდეთო!“- ამას გვიბარებს.
ქართლის
ხეობას ჩააწვა ნისლი,
ქარმა
იმძლავრა,წვიმაც მოვიდა.
უცებ
იცვალა ამინდმა ფერი.
ღრუბელთა
შორის მზეც ამოვიდა.
ივერთა
მიწას შვიდერი ზოლი
მშვიდობის
ნიშნად ცაზე ეფინა
და ცისარტყელა
ათინათივით
ქართველებს
თავზე გადაეფინა.
იცით,რა
მოხდა?,თურმე ზეციდან
ღმერთს
ქართველები დაულოცნია,
დედა
ღვთისმშობელს მადლობის ნიშნად
უფლისთვის
კალთაც დაუკოცნია.
,,იხაროს
ერმა,ვიდრე არსებობს
წმინდა
სამება სამარადისო
მამამან,ძემან
და სულიწმინდამ
ივერიაში
მარად იდიდოს!“
25.08.2008წ