მხატვარი
მხატვარი ხატავდა ფერადი ფუნჯებით,
დახატა გოგონა ლამაზი ტუჩებით,
მხატვარი ხატავდა იდუმალ თვალებს,
ისეთს, როგორიც ჩვევიათ ქალებს.
ცხადში თუ ჩვენს შორის ძალინ შორია,
ფუნჯით რომ დაგხატო, ეს უფრო სწორია.
დაგხატო ისეთი, როგორიც მინდა,
სპეტაკი,ლამაზი,ნაზი და წმინდა.
ვიცი,პორტრეტი მხოლოდ ჩემია,
შუბლზე ლამაზად "მიყვარხარ" წერია,
ტუჩები, ვნებიან ამბორს რომ ელიან,
თვალები ციმციმა ოცნებით მღერიან.
შეგხედავ,ჩემს სულში სიცივე იწვიმებს,
გული კი სათუთი გრძნობებით იტირებს,
იმ იმედისთვის, ჩემგან რომ წაიღე,
მე კი ჩემი გრძნობა მსხვერპლადაც გავიღე.
რადგან ჩემთან ახლოს ვერასდროს ვერ გხედავ,
ამიტომ დღეიდან პორტრეტზე შეგხედავ.
თუმც ფერთა გამა ვერაფრის მცვლელია,
მაგრამ ვიცი, რომ სურათი ჩემია.
მხატვარმა დახატა ოცნების ფერია,
უსიტყვო შედევრი ყველაფრის მთქმელია.
29.04.2008 (საკუთარი შემოქმედებიდან)ბ.მაჩიტიძე