ცხოვრება არც ისე დიდია,
მძიმე...და წერტილი...
დღეები რა სწრაფად მიდიან,
ცხოვრება არც ისე დიდია,
მძიმე...და წერტილი...
დღეები რა სწრაფად მიდიან,
ზარი დაირეკა.
-ახლა ჭამის დროა!-თქვა
გიომ.
ბავშვებმა ჩანთებიდან
ამოალაგეს შინიდან წამოღებული ულუფები და მისართმევად მოემზადნენ. დათო ჩუმად იჯდა. მან ჩანთიდან ქართულის სახელმძღვანელო ამოიღო მერხზე
დადო, გადაშალა და კითხვა დაიწყო . ხანდახან
თვალს თანაკლასელებისკენ აპარებდა. დაკვირვებულმა ბარბარემ ეს მალევე შეამჩნია. ღვეზელი აიღო, ხელსახოცში ფრთხილად შეახვია და დათოს
გაუწოდა.
-აიღე, შენი იყოს!-უთხრა
მან.
-მერე შენ?-ჩაიბუტბუტა
დათომ , ბარბარესთვის არც კი შეუხედავს ისე.
- მე ერთი უკვე
მივირთვი, მეტი არ მინდა. - მიუგო ბარბარემ.
დათომ ღვეზელი აიღო
, ჩაკბიჩა და გაჩერდა. მერე ღვეზელი შუაზე გატეხა, ნახევარი იმავე ქაღალდში გაახვია და მალულად ჩაიდო ჩანთაში. მხოლოდ
ორი ლუკმა შეხვდა.
მალე გაკვეთილიც
დაიწყო . მასწავლებელმა ახალი მასალა ახსნა. საინტერესო და მხიარული გაკვეთილი მალე
გამოვიდა. ზარი დაირეკა თუ არა, დათომ ჩანთაში ხელი ჩააცურა, შენახული ნახევარი ღვეზელი
აიღო და გარეთ გავიდა.
-დათო, სად მიდიხარ?
-შეეკითხა ამხანაგი- მოდი, ვითამაშოთ.
დათოს პასუხის გაცემა თითქოს არც უნდოდა, მაგრამ
შეკითხვის უპასუხოდ დატოვება ეუხერხულა და მიაძახა: -ჩემი დაიკო უნდა ვნახო.
დათომ კიბეები სწრაფად
ჩაირბინა და დაიკოს საკლასო ოთახის კარს მიადგა. სწრაფად მიმოავლო თვალი პატარებს, მოძებნა დაიკო,
მასთან მივიდა და ღვეზელი გაუწოდა.
-ეს შენ შეგინახე,
ვიცოდი, რომ შენც არ გქონდა დღეს საჭმელი.
მარიამმა ღვეზელი
გამოართვა და მაშინვე ჩაკბიჩა. დათო კმაყოფილი გამობრუნდა უკან. გულიდან დიდი დარდი
მოეხსნა. დაიკო დანაყრებული ჰყავდა.
ავტორი ბაია მაჩიტიძე