суббота, 19 июня 2021 г.

...

 ცხოვრება არც ისე დიდია,

მძიმე...და წერტილი...

დღეები რა სწრაფად მიდიან,

თან რა აწყვეტილი!
დღეს თუ მიჰყვები ლაჟვარდის ნაპირებს,
ხვალ არც კი იცი,თუ რას გიპირებს.
შეხედე,გზად ისევ ხიდია,
ხან მოკლე,ხან დიდი.
გუშინ თუ იყავი პატარა,
დღეს უკვე ხარ დიდი.
თუ ფიქრობ,იყავ კი კეთილი?
გახსოვდეს,ცხოვრება თავიდან მძიმეა,
ბოლოს კი დარჩება წერტილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий

უსათაურო